შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1988წწ. მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე; წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი; პოლიტიკური ბლოკის - "მრგვალი მაგიდა" ერთ-ერთი დამფუძნებელი (1990); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", მაჟორიტარი, N125 ახალგორის საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისიის წევრი; საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 119 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |