The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ბერიძე

პაატა ბერიძე
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1988  (36 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საყვირზე დაკვრა დაიწყო 2004 წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ ათწლედში (პადაგოგი ლ. ჭეჭელაშვილი); 2005-2008 წწ. სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმეისტერის სპეციალობას; 2008 წელს ჩააბარა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები; 2015 წელს ჩააბარა გერმანიაში, ლეოპოლდ მოცარტის ცენტრში სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის კლასში, როგორც თანამედროვე ასევე ბაროკო საყვირის შესასწავლად. 

აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში; უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრის პირველ საყვირს; პ. ბერიძემ 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ჭიათურის "ზამთრის აკადემიის" მასტერკლასებში; ამავე პერიოდში მიწვევით მუშაობდა სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრებში, სადაც მონაწილეობას იღებდა სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში; 2012 წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ "მშვიდობის მელოდიების" კონცერტმეისტერად და საერთაშორისო ფესტივალ "მოგზაური ნოტების" სოლისტ მონაწილედ; ასევე დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში; შემოქმედებით აქტივობებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში, ასევე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის "საქართველოს სინფონიეტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად; 2013 წელს ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი; 2013 წელს ითანამშრომლა გია ყანჩელთან და გადაიღო კლიპი მისი ნაწარმოების "ყარაჩოღელის ანდერძი", რომელშიც შესულია კადრები მისი სცენიური პრემიერიდან (კლიპის რეჟისორი: მ. ჭიჭიბოშვილი); ამავე წელს ა. ღუდუშაურთან ერთად მან ჩამოაყალიბა "ბგერის თეატრი", რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს; იგი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებზე, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში; 2015 წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზ. ხუციშვილთან ერთად ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა; ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალლას "ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად; 2014 წლიდან პ. ბერიძე 6 კაციან ანსამბლთან ერთად თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას; არის ანსამბლ "კონსილიას" უცვლელი წევრი და მისი ინიციატივით იმართება არაერთი კონცერტი; 2015 წელს ანსამბლ "კონსილიასთან" ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში; 2014-2015 წლებში პ. ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება; წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო "მუზასთან"; 2016 წელს მან გამართა პირველი სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რომელიც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა. სწორედ აქ გაიმართა მისი დისკის პრეზენტაცია და მისი სურათების გამოფენა; 2013 წელს გახდა გერმანული საყვირის დამამზადებელი ფირმის "შილერის" სახე, როგორც ამ ფირმის ინსტრუმენტების მომხმარებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ; 2017 წელს საყვირის ჩანთების დამამზადებელი ფირმა "გარდის" სახე; 2018 წელს დაასრულა მაგისტრატურა გერმანიაში, რომლის დასკვნითი კონცერტი აგრეთვე აუგსბურგის ოქროს დაბაზში გამართა. მისი მუსიკა გამოირჩევა ბაროკო მუსიკის ავთენტური შესრულებით. მან ამავე წელს გადაიღო კლიპი ნოდარ გაბუნიას მუსიკაზე (რეჟ.: ზ. კავთუაშვილი). ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამუსიკო სკოლაში, ასწავლის საყვირზე დაკვრას დამწყებ მუსიკოსებს. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად. 2019 წელს მიიწვიეს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, როგორც პედაგოგი სადაც აქტიურად მუშაობს და მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. 2013 წელს საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის მიენიჭა ლაურეატის დიპლომი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: