შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მაჩურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2006 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ევროპისმცოდნეობის სპეციალობით 2010 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტურა 2018 წელს. გავლილი აქვს შემდეგი სასწავლო პროგრამები: ევროპული სოლიდარობის აკადემია - სოლიდარობის ექსპრესი - მონაწილე (გდანსკი, პოლონეთი, 2009); საფრანგეთის საელჩო საქართველოში – საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ სემინარი - მონაწილე (2009); ფრიბურგის უნივერისტეტი (შვეიცარია) - შვეიცარიის კავკასიის აკადემიური ქსელის სტიპენდია - კვლევითი ვიზიტი (2011); კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, კიევის მოჰილას აკადემია (უკრაინა) - ტემპუსის სტიპენდია - კვლევითი ვიზიტი (2012); ბაბეშ-ბოიას უნივერსიტეტი (რუმინეთი, კლუჟ-ნაპოკა). - ერასმუს მუნდუსის სტიპენდია - კვლევითი ვიზიტი (2015). სადისერტაციო თემა - "ფარდობითი დეპრივაცია და ფერადი რევოლუციები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთის შემთხვევების ანალიზი". 2006-2007წწ. საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი; 2007-2009წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო რეზერვი; 2009-2013წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის ასისტენტი, სასწავლო კურსი - ევროპა გლობალური აქტორი; 2010-2013წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; 2013-2014წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თანაშემწე - სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების მიმართულება; 2015 წლიდან : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სასწავლო კურსი - შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში; სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - ასისტენტი, საერთაშორისო ურთიერთობები; სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - იურიდიული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. ნ. მაჩურიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინტერესები ფარავს პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის, სამოქალაქო მოძრაობისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებს (scholar.google.com). პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |