The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ალაჯალოვა

ნინო ალაჯალოვა
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 1964  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რევოლუციური მოძრაობის მონაწილე ამიერკავკასიაში.

1904 წლიდან მუშაობდა რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტში. 1919 წელს თბილისიდან გაასახლეს და პარტიულ მუშაობას განაგრძობდა ალექსანდრეპოლში (ახლანდელი ლენინაკანი), სადაც 1920 წელს მონაწილეობა მიიღო მაისის აჯანყებაში. იმავე წელს თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა ჯერ რსფსრ და შემდეგ სომხეთის სსრ წარმომადგენლობაში. 1921 წლის თებერვალში მენშევიკებმა დააპატიმრეს. 1921 წელს მუშაობდა საქართველოს კპ(ბ) ცკ ქალთა განყოფილებაში. 1922-1936წწ. იყო პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი; 1936-1940წწ. - საქართველოს რემედასის ცკ-ის თავმჯდომარე. 1941 წლიდან პერსონალური პენსიონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.268; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: