The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ელიავა

შალვა ელიავა
Date of birth:30 September, 1883
Date of death:3 December, 1937  (at 54 years)
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

1905-1907წწ. პარტიულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, ქუთაისში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1911 წლის დასაწყისში დააპატიმრეს და ოლონეცის გუბერნიაში გადაასახლეს. 1912 წელს ავადმყოფობის გამო ასტრახანში გადაიყვანეს. 1913-1915წწ. მუშაობდა პეტერბურგის ფაბრიკა "ტრეუგოლნიკში". 1915 წელს კვლავ დაპატიმრეს და გადაასახლეს ჯერ ასტრახანის, შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში, სადაც მოუსწრო 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ. რევოლუციის პირველ დღეებში აირჩიეს ვოლოგდის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ. მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობის მუშაობაში, ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ვოლოგდის საგუბერნიო აღმასკომის თავმჯდომარედ და სასურსათო საქმეთა კომისრად. სრულიად რუსეთის საბჭოების VI საგანგებო ყრილობაზე აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკის წევრად. მიმოწერა ჰქონდა ვლადიმერ ლენინთან. 1919 წელს იყო რკპ(ბ) ცკ-ის, რსფსრ სახკომსაბჭოს და სრულიად რუსეთის ცაკის თურქესტანის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. 1920 წელს დაინიშნა რსფსრ სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთსა და ირანში; 1920 წლის დამლევს - მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრად. 1921 წლის თებერვალში იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის ბრძოლისა. 1921-1923 წწ. იყო საქართველოს სსრ სამხ.-საზღვ. საქმეთა სახალხო კომისარი; 1923-1927 წწ. საქართველოს სსსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე; 1927-1930წწ. ამიერკავკასიის სფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე; 1931-1935წწ. სსრკ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე; 1936 წლიდან - სსრკ მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. სხვადასხვა დროს საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს, პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის, საქართველო სსსრ ცაკის, ამიერკავკასიის სფსრ ცაკისა და სსრკ ცაკის წევრი, პარტიის XII-XVII ყრილობების დელეგატი. XV-XVII ყრილობებზე აირჩიეს საკ. კპ(ბ) ცკ-ის წევრობის კანდიდატად. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. რეაბილიტირებული იყო 1956 წელს. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.125; სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია (1904-)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: