The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2004 წელს; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

იყო საერთაშორისო ორგანიზაცია "ხელოვანთა ლიგა 21" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; 2000-2003წწ. ბათუმის კლასიკური გიმნაზიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი; 2006-2008წწ.  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დეპარტამენტის, თეატრის ისტორიის მასწავლებელი; 2006-2012წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე და საზოაგდოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი; 2007-2010წწ. აჭარის ტელევიზიის საავტორო გადაცემათა დეპარტამენტის საავტორო გადაცემის ავტორი და წამყვანი; 2007-2009წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დეპარტამენტის მასწავლებელი, თეატრის ისტორიისა და კრიტიკის მიმართუყლება; 2008-2011წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორი; 2008-2010წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის, კინოს, მედიის და ტრადიციულ ხელოვნებათა სამეცნირო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; 2009-2010წწ. კავშირის „კულტურა“ გამომცემლობის ავტორი და რედაქტორი; 2010-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2.07.2010 - 25.11.2010 წლებში შვედეთის კულტურის ორგანიზაცია "ინტერკალტი". ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "ზღვები X ბათუმი -2010" პროექტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; 2010-2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; 2010-2012წწ. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ვებ-გვერდის რედაქტორი და ადმინისტრატორი; 2011-2015წწ. არტ არეა TV საავტორო გადაცემის ბლოგერი; 2017-2019წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2012  წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2015 წლიდან თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე; 2015 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წლიდან ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2019 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერების,მედიის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თეატრმცოდნე, ბლოგერი, ქართული თეატრის ელექტრონული არქივის www.theatrelife.ge გენერალური რედაქტორი, ხელოვნებათმცოდნოების დოქტორი (18.02.2015); საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მისი კვლევები იბეჭდება საფრანგეთის, პოლონეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს სამეცნიერო ჟურნალებსა და პროფესიულ პერიოდიკაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო გაერთიანება, ვიცე-პრეზიდენტი
  • თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციიაცია, წევრი
  • საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირი, დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: