შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გვრიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იკოთი, ახალგორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა სოფლის მეურნებობაში 1976 წელს. 1971-1972წწ. ლენინგორის მეცხოველეობის მეურნებობის მუშა; გორის რაიონის სოფელ ზერტის კოლმეურნეობაში ეკონომისტ-ნორმადარის თანამდებობა (1976); 1976-1977წწ. გორის რაიონის სოფელ ზერტის კოლმეურენობის მთავარი ეკონომისტი; 1977-1978წწ. საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1979-1981წწ. საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი; 1981-1996წწ. საქართველოს ხილბოსტნეულის მეურნეობის სამინისტროს სკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს რევიზორი; 1986-1992წწ. მცხეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების უფროსი რევიზორ-ბუღალტერი; 1992-1993წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს რ/გ "საქკონსერვი"-ს უფროსი რევიზორ-ბუღალტერი; 1993-1995წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს აღტიცხვის მეთოდოლოგიის და კოტროლის სამმართველოს მთავარი რევიზორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №31 ახალგორის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 121 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |