The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გვრიტიშვილი

გივი გვრიტიშვილი
ოფიციალური სახელი:იური გვრიტიშვილი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იკოთი, ახალგორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა სოფლის მეურნებობაში 1976 წელს.

1971-1972წწ. ლენინგორის მეცხოველეობის მეურნებობის მუშა; გორის რაიონის სოფელ ზერტის კოლმეურნეობაში ეკონომისტ-ნორმადარის თანამდებობა (1976); 1976-1977წწ. გორის რაიონის სოფელ ზერტის კოლმეურენობის მთავარი ეკონომისტი; 1977-1978წწ. საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1979-1981წწ. საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი; 1981-1996წწ. საქართველოს ხილბოსტნეულის მეურნეობის სამინისტროს სკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს რევიზორი; 1986-1992წწ. მცხეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების უფროსი რევიზორ-ბუღალტერი; 1992-1993წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს რ/გ "საქკონსერვი"-ს უფროსი რევიზორ-ბუღალტერი; 1993-1995წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს აღტიცხვის მეთოდოლოგიის და კოტროლის სამმართველოს მთავარი რევიზორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №31 ახალგორის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 121

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", წევრი (1997-1999)

გააზიარე: