შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლგა გაბუნია-არეშიძე![]()
ბიოგრაფია1900 წელს, პროფესიულ სასწავლებელში დაარსა ქალთა პირველი წრე. ამ დროიდან მონაწილეობდა ყველა რევოლუციურ გამოსვლაში. 1903 წელს, დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის, პუშკინის ბაღთან კაზაკებისაგან ნაცემი, მეტეხის ციხეში იჯდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილებისას ბოლშევიკურ ფრაქციას მიემხრო. 1908 წელს, ვერის რაიონული ორგანიზაციის საქმეზე დააპატიმრეს, 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც შემდეგ 2 წლის პატიმრობით შეუცვალეს. 1912 წელს 5 წლით ციმბირში გადაასახლეს. პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ ბოლშევიკურ ფრაქციას მიემხრო. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.472
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |