The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ათარბეგოვი

გიორგი ათარბეგოვი
დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 1925  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ეჩმიაძინი.

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1905 წლიდან. 1910-1911წწ. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წლიდან ეწეოდა პარტიულ მუშაობას ალექსანდროპოლსა (ახლანდელი ლენინაკანი) და სოხუმში; 1918 წელს იყო აფხაზეთის შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ჩრდილოეთ კავკასიის საგანგებო კომისიის თვმჯდომარე; კასპიისა და კავკასიის ფრონტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი; 1919 წლიდან სამხრეთის ფრონტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი და ტრიბუნალის თავმჯდომარე; 1920 წლიდან IX არმიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი, სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის რწმუნებული ჯერ ყუბან-შავიზღვისპირეთის ოლქში, შემდეგ ბაქოში; 1921 წლიდან სომხეთის ჩრდილოეთ რაიონების რევკომის თავმჯდომარე; შემდეგ ამიერკავკასიის მუშგლეხინის სახ. კომისრის მოადგილე; ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარი, რკპ(ბ) ამიერკავკასიის პარტიის საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმის წევრი. დაიღუპა თვითმფრინავის კატასტროფის დროს. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1908-)

გააზიარე: