შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იპოლიტე ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. ლეჩხუმის მაზრაში ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ხელმძღვანელი 1918 წელს; 1919 წელს სამეგრელოში ამბოხების მომწყობი, რის გამოც დააპატიმრეს და 1920 წელს რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე გაათავისუფლეს. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის წევრი, ოკუპაციის შემდეგ ბათუმის რევკომის წევრი, საქართველოს სსრ წითელგვარდიელთა და წითელპარტიზანელთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1937 წელს დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა კონტრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრობა. დახვრიტეს 1938 წელს. წყარო: საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com; "ღია სიის" მონაცემთა ბაზა: ge.openlist.wiki ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |