Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ელისაბედაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, გორის მაზრა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მარქსისტულ წრეში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900 წელს სემინარიიდან გარიცხეს. იყო თბილისის მოსწავლეთა ს-დ კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა თბილისსა და ქართლში გამართულ მაისობებში, 1905 წლის დეკემბერში ხარაგაულში მეფის ჯარის ნაწილების განიარაღებაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1911-1917წწ. ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ. 1920 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში გაასახლეს, სადაც 1921 წლის თებერვლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ შრომის სახალხო კომისრის მოადგილედ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო საქართველოს სსრ რევკომის წევრი; 1921-1923წწ. - მუშგლეხინის სახალხო კომისარი; 1924-1925წწ. - საქართველოს კპ(ბ) თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1930-1952წწ. სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს სსრ I-III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; სკკპ XIX, ამიერკავკასიის V და XIII ყრილობების დელეგატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.130; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.97-98 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |