The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თედორე აფანასიევი

თედორე აფანასიევი
Date of birth:1868
Date of death:1929  (at 61 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრი წყაროს რაიონი.

სოციალ-დემოკრატიული წრეების ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი. 1880-იან წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. 1889 წელს სახელოსნოების მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სამუშაოდან დაითხოვეს. 1892 წლის დასაწყისში მაქსიმ გორკისთან ერთად მონაწილეობდა თბილისის მუშათა თვითგანვითარების ლიტერატურულ-რევოლუციური წრის - "კრასნოგორსკის კომუნის" - დაარსებაში. 1892 წლის ზაფხულში მისი თაოსნობით შეიქმნა ამიერკავკასიის ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი ("აფანასიევის წრე"), რომელმაც დიდი როლი შეასრულა მარქსიზმის გავრცელებასა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის განვითარებაში. მის ბინაში იყო თბილისის მუშების მიერ მოწყობილი პირველი მარქსისტული არალეგალური წიგნსაცავი, რომელიც აფანასიევის დაპატიმრების შემდეგ (1897 წლის 26 ივნისი) პოლიციას ჩაუვარდა ხელში. 1899 წელს იგი ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს. 1903 წელს დაბრუნდა და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა თბილისის გარნიზონის ჯარისკაცთა შორის. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის. 1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა და ბაქოში გადაასახლა. აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობამ სამუშაოდ გაგზავნა ქ. განჯაში, სადაც მალე გარდაიცვალა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.13


Share: