The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ კოპტონაშვილი

Date of birth:1866
Date of death:1957  (at 91 years)
Category:Writer, Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამოქალაქო სასწავლებელი 1883 წელს.

1984 წელს მასწავლებლად მუშაობდა თიანეთის მაზრის სოფელ ამტნისხევში; 1889 წლიდან - ახალციხის მაზრის, სოფელ მესხში; სოფ. თოკის, ხერთვისის, ვარევანის "საქველმოქმედო საზოგადოების" და სახალხო სადირექციო სკოლებში; 1918-1922წწ. მანგლისის პროგიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას. ბეჭდავდა წერილებს და მოთხრობებს გაზეთ "კვალში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", სასულიერო ჟურ-გაზეთებში: "ყენობა" ჯავახეთში, ზღაპარი "ომალ-ხან ჩოფანი" და "აღდგომა დღეს" (სურათი ჯავახელების ცხოვრებიდან), "მგზავრის დღიურიდან" (ქართველი მგზავრი არდაჰანის სანჯახში), "კაკო დიაკვანი" (მოთხრობა), "შენიშვნები ახალციხის მაზრის ხალხის შესახებ" (ეთნოგრაფიული შინაარსისა), "ლეგენდა სოფ. რუსთავის - შოთა რუსთაველის შესახებ" და სხვა.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.71-79


Share: