შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუქედი, ვანის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი 2003 წელს; სწავლობდა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2007 წლიდან სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს "აგვისტოს ომის" დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. "შინდისის გმირი". 2019 წელს გორში შინდისის გზატკეცილს "შინდისის გმირების" სახელი მიენიჭა, ასევე მიხეილ დვალიშვილის სახელი ეწოდა იმ ქუჩას, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ განახორციელა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |