შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაჩანა ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2014 წელს; მაგისტრატურა 2016 წელს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიისა და ჰიდროენერგეტიკის სპეციალიზაციით. 2019 წელს გახდა ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი. სადისერტაციო თემა - "საქართველოს ძირითადი მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება არსებული ჰიდროლოგიური მონაცემების გათვალისწინებით" (gtu.ge). 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი კვლევის ინტერეს წარმოადგენს: ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილების გავლენა მდინარეთა წყლიანობაზე, მდინარეების ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი. მისი სტატიები განთავსებულია საქართველოს ენერგო სიახლეების ვებ-გვერდზე: genergynews.wordpress.com. ენერგეტიკოსი. არის 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (my.gtu.ge).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |