The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია შეყლაშვილი

ილია შეყლაშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1984
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

2002 წელს დაამთავრა თბილისის 192-ე საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ შეჯიბრებებში, კარატეს განხრით. მიღებული აქვს წამახალისებელი ჯილდოები. სკოლის დამთავრების შემდეგ სამთავრობო დაცვაში მოიხადა სავალდებულო სამსახური. ილია შეყლაშვილი 2002 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 2005 წლის მაისიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სენაკის მეორე ბრიგადაში მეზენიტეთა ჯგუფში, როგორც სერტიფიცირებული მეზენიტე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს "აგვისტოს ომის" დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. "შინდისის გმირი". 2019 წელს გორში შინდისის გზატკეცილს "შინდისის გმირების" სახელი მიენიჭა. ილია შეყლაშვილის სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.403

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: