The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნარიმან ნარიმანოვი

ნარიმან ნარიმანოვი
Date of birth:14 April, 1870
Date of death:19 March, 1925  (at 54 years)
Burial location:ქ. მოსკოვი, წითელი მოედანი, კრემლის კედელთან
Category:Writer, Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გორის სამასწავლებლო სასულიერო სემინარია 1890 წელს; ნოვოროსიის უნივერსიტეტი (ოდესა) 1908 წელს.

იყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის "ჰუმეთის" ერთ-ერთი ორგანიზატორი; ეწეოდა პუბლიცისტურ მუშაობას; აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა რსდმპ პროგრამა. 1909 წელს დააპატიმრეს და ასტრახანში გაასახლეს. 1918 წელს ბაქოს სახკომსაბჭოს შექმნის შემდეგ, საქალაქო მეურნეობის სახკომი; 1919 წელს ვ. ი. ლენინის წინადადებით მოსკოვში გადაიყვანეს სამუშოდ; მუშაობდა რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ, შემდეგ ეროვნებათა საქმეების სახკომის მოადგილედ; 1920 წელს იყო აზერბაიჯანის სამხედრო რევკომის თავმჯდომარე, შემდეგ აზერბაიჯანის სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, სსრკ ცაკ-ის ერთ-ერთი თავმჯდომარე; რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს, პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. რკპ(ბ) XII და XIII ყრილობების დელეგატი, რომელზეც იგი აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრობის კანდიდატად. იგი იყო აზერბაიჯანში პირველი სახ. ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელი; რუსული და აზერბაიჯანული ენების სახელმძღვანელოების ავტორი და სხვ. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებში. იყო დრამატურგი და რომანისტი. მისი შემოქმედება რეალისტურია, მიმართულია აღმოსავლეთ ფეოდალური დესპოტიზმის, რელიგიის, ფანატიზმისა და ჩამორჩენილობის წინააღდეგ. ავტორია დრამისა "უმეცრები" (1894), კომედიისა "შამდანბეი" (1895), აზერბაიჯანულ ლიტერატურაში პირველი ისტორიული ტრაგედიისა "ნადირ-შაჰი" (1899), რომანისა "ბიჰადურ და სონა" (1896), მოგონებებისა ვ.ი. ლენინიზე. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.320

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1905-)

Share: