The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გიორგაძე

ნოდარ გიორგაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1977-1990წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სისტემაში და პარტიულ თანამდებობებზე; 1981-1983 მსახურობდა ავღანეთში; 1990 აირჩიეს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარედ, სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების (ავღანელთა) პარტიის (შემდგომში – საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტიის) თავმჯდომარედ;
1991 წლის 10 აგვისტოდან ოქტომბრამდე დამოუკიდებელი ქვეყნის ახლადშექმნილი თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 1991-1993წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული სიით, N4 საარჩევნო ოლქი, ბლოკი "ერთობა", თავდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს პრეზინდენტის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში; 1993-1996წწ. საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (საქართველოს პირველი დიპლომატიური მისია ქ. ვენაში); 1994 ოქტომბრიდან-1996 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან არის გაეროს ომების ვეტერანთა მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დელეგატი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; 1998 წლიდან ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geward.com.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 124; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავღანეთის ომის მონაწილეთა საქართველოს კავშირი, პრეზიდენტი
  • პარტია "ავღანელები", თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • სლოვაკეთის (ბეშენოვა) საპატიო მოქალაქე
  • ავღანეთის დიდებისა და ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: