The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფირუზ კანთელაძე

ფირუზ კანთელაძე
Date of birth:4 January, 1949
Date of death:10 November, 2019  (at 70 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ფეხბურთის თამაში დაიწყო საფეხბურთო სკოლაში "ნორჩი დინამოელი". რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში - Футбольная школа молодежи გადავიდა, სადაც გუნდთან ერთად ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1966 წლის სექტემბერში თბილისის "დინამოს" მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, ალიოშა კოტრიკაძის ინიციატივით ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო კლუბის წევრი გახდა. 1966 წლს თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1967 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკში ადგილობრივი "შახტიორის" წინააღმდეგ გამოვიდა. ფირუზ კანთელაძემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1968 წელს საკავშირო ჩემპიონატის 17 შეხვედრა ჩაატარა, 1973 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. "კარაველას თასის"-ტროფეო კოლომბინოს გამარჯვებული გახდა, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის "დინამომ" ლისაბონის "ბენფიკა" ანგარიშით 3–1 დაამარცხა. 1979–1980 წლების საფეხბურთო სეზონში სამტრედიის "ლოკომოტივში"თამაშობდა, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ფირუზ კანთელაძემ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 194 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 18 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა - თასების მფლობელთა თასის, ხოლო 15- უეფას-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. იგი ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში (1977, 1978). 1967-1979 წლებში თბილისის "დინამოს" მცველი, საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1977), საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1977). ფეხბურთელი.

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.28

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი
  • 1978 - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1976 - საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი
  • 1967 - ევროპის ჩემპიონი (სსრ კავშირის იუნიორთა ნაკრები)
  • 1967 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი
  • ქართული სპორტის რაინდის წოდება

Share: