The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მელქაძე

ლევან მელქაძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1984
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2004 წელს კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სენაკის მეორე ბრიგადის საარტილერიო დაზვერვაში. 2006 წელს სერჟანტთა მომზადების სკოლა გაიარა თბილისში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს "აგვისტოს ომის" დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. "შინდისის გმირი". 2019 წელს გორში შინდისის გზატკეცილს "შინდისის გმირების" სახელი მიენიჭა. სიცოცხლეში მიღებული აქვს სიგელი "წარმატებული სამსახურისთვის". ქ. სამტრედიაში არის ლევან მელქაძის სახელობის ქუჩა. უფროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.491

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: