The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ გიორხელიძე

დემურ გიორხელიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძეძილეთი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსბუქი მრეწველობის ფაკულტეტი სპეციალობით ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია 1974 წელს. 

1974-1977წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1977-1979წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის ასისტენტი; 1980-1982წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის უფროსი ინჟინერი; 1982-1986წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მასწავლებელი; 1986-1989წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირული კომიტეტის თავმჯდომარე; 1989-1994წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; ქუთაისის კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1994); 1994-1995წწ. იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1995-1997წწ. იმერეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1997-1999წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, იმერეთის ბიუროს უფროსი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის ექსპერტი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 125

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან დემოკრატები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: