შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი გოგავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1996 წელს და ასპირატურა. 1996-1997წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საერთაშორისო დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის საერთაშორისო სამდივნოს უფროსი (1996); 1997-1999წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, დსთ ქვეყნებთან ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავნჯდომარე, ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. "ვარდების რევულუციის" შემდგომ მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტ ვ. იუშჩენკოსთან კონსულტანტად; ერაყსა და იორდანიაში რეფორმების სფეროში; ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთ-ერთ პროგრამის დირექტორად, ასევე სხვა რამდენიმე ამერიკულ ფირმასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში; "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 126 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |