Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო კურდღელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი 1888 წელს. 1894 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად პანკისის სკოლაში; 1897-1899წწ. სოფელ ხაშმის (გარე კახეთი) სკოლაში; 1899 წლის დეკემბრიდან ქ. კავკავის ქართულ სკოლაში. 1902-1904წწ. ხელმძღვანელობდა კავკავის სცენის დასს. ბეჭდავდა წერილებს და მოთხრობებს გაზეთ "სხივში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", ჟურ-გაზეთებში: "საფრანგეთის წარსულიდან", "იტალიის წარსულიდან", "გერმანიის წარსულიდან", "ირლანდიის წარსულიდან" და სხვა. 1916 წლიდან მუშაობდა "სახალხო გაზეთის" რედაქტორად და მდივნად; 1919-1921წწ. ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის საბჭოში; 1921-1923წწ. სამხედრო სტამბაში კორექტორად; 1923-1924წწ. მთარმგნელად გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში. 1925 წლიდან დანიშნეს ფინანსთა კომისარიატის თარჯიმნად; 1926 წლიდან მუშაობდა ფინანსთა განყოფილებაში რევიზორ-ინსტრუქტორის თანამდებობაზე. მწერალ იროდიონ ევდოშვილის დის ქმარი. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.245-256; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.63 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |