The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერეკლე ყულოშვილი

ერეკლე ყულოშვილი
დაბადების თარიღი:1978
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 2008  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კახის რაიონის (საინგილო, აზერბაიჯანი) N1 ინტერნაციონალური სკოლა 1995 წელს; საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია არტილერისტის სპეციალობით 2000 წელს.

მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაური (2000); მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე (2007); მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური (2008); 2007 წელს სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში. მის სახელს უკავშირდება მე-4 ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ჩამოყალიბება. დაიღუპა საავიაციო დაბომბვის დროს (2008 წლის აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი). 2010 წლის 8 აგვისტოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში (დიღმის მასივი) მე-4 ქვეითი ბრიგადის არტილერიის მეთაურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის ობელისკი გაიხსნა. კაპიტანი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.23-26; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2004 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2004 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: