შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუკიანე თაბუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, შორაპნის მაზრა. ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბორჯომსა და ბაქოში. 1910 წელს მეფის არმიაში გაიწვიეს, მსახურობდა უკრაინაში, დემობილიზაციის შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ სამხრეთ-დასავლეთ რკინიგზაზე. იყო სამხედრო რევკომის წევრი. უკრაინის რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვის (1918 წლის ზაფხული) ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით აიგო ჯავშნოსანი მატარებელი "კოროსტენელი კომუნისტი". შემდეგ იგი ამ მატარებლის მეთაური იყო. დაჯილდოებულია მოოქრული იარაღით. 1919 წლის ივლისში დანიშნეს მე-12 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს რწმუნებულად. 1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა. 1921 წლის 21 თებერვალს მენშევიკებმა დაპატიმრეს და ყვირილის ციხეში ჩასვეს. იმავე წლის 6 მარტს მოკლეს. სამოქალაქო ომის გმირი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.558 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |