Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუკიანე თაბუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, შორაპნის მაზრა. ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბორჯომსა და ბაქოში. 1910 წელს მეფის არმიაში გაიწვიეს, მსახურობდა უკრაინაში, დემობილიზაციის შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ სამხრეთ-დასავლეთ რკინიგზაზე. იყო სამხედრო რევკომის წევრი. უკრაინის რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვის (1918 წლის ზაფხული) ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით აიგო ჯავშნოსანი მატარებელი "კოროსტენელი კომუნისტი". შემდეგ იგი ამ მატარებლის მეთაური იყო. დაჯილდოებულია მოოქრული იარაღით. 1919 წლის ივლისში დანიშნეს მე-12 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს რწმუნებულად. 1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა. 1921 წლის 21 თებერვალს მენშევიკებმა დაპატიმრეს და ყვირილის ციხეში ჩასვეს. იმავე წლის 6 მარტს მოკლეს. სამოქალაქო ომის გმირი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.558 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |