The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ გოგია

ბესარიონ გოგია
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1891
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1937  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

ეწეოდა ორგანიზაციულ-პარტიულ მუშაობას, რის გამოც 1909 წელს დააპატიმრეს. 1911-1917წწ. მუშაობდა ტროიცკის (ორენბურგის გუბერნია) რკინიგზის დეპოში. 1917 წლის ზაფხულს საქართველოში დაბრუნდა. იყო აფხაზეთის აჯანყების (1918) აქტიური მონაწილე. 1918 წელს პარტიულ მუშაობას ეწეოდა ფოთში, სენაკის მაზრაში, ზუგდიდში, ბაქოსა და როსტოვში. 1921-1926წწ. ფოთის რევკომის, შემდეგ საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1926-1937წწ. სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე იყო პარტიულ და საბჭოთა აპარატში. საქართველოს კომპარტიის I-IX ყრილობების, ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების I-VI ყრილობების, საკ. კპ(ბ) XIII ყრილობის, აგრეთვე სრულიადნ რუსეთის საბჭოების IX ყრილობის დელეგატი. საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის საკ. კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხრეთ კომიტეტის, საქართველოს ცაკისა და ამიერკავკასიის ცაკის წევრი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1907-)

გააზიარე: