Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე დანდუროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლაგოდეხი, სიღნაღის მაზრა. 1880 წლებში მონაწილეობდა ხალხოსნური წრეების მუშაობაში. 1885 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის პეტროვსკ-რაზუმოვსკოეს აკადემიაში და ახალი ალექსანდრიის (ქ. ვარშავის მახლობლად) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. აქ იგი აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა, რისთვისაც 1890 წელს დააპატიმრეს და სანქტ-პეტერბურგის ციხეში ჩასვეს. 1891 წელს დაბრუნდა საქართველოში, დაუკავშირდა ე. ნინოშვილს, მ. ცხაკაიას, ს. ჯიბლაძეს და მათთან ერთად მონაწილეობდა მომავალ "მესამედასელთა" არალეგალურ შეკრებებში. 1893 წელს თბილისში მოწვეულ "მესამე დასის" II კონფერენციაზე იგი აირჩიეს თბილისის მუდმივი ცენტრალური ბიუროს წევრად. 1905 წლის გაფიცვებში მონაწილეობისათვის სამართალში მისცეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დანდუროვს პეტროგრადში მოუსწრო. იმავე წლის მარტში იგი საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა პარტიულ მუშაობას. 1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა თბილისის რევკომში. 1926 წელს პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ხელმძღვანელი იყო საქართველოში. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.367 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |