შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარნაბ ეძგვერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ქუთაისის მაზრა. 1902 წელს თბილისში ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, რისთვისაც დააპატიმრეს. იყო გლეხთა სოციალ-დემოკრატიული წრეების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1906 წელს კვლავ დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა ჭიათურაში. 1908 წელს ხონის ბოლშევიკური ორგანიზაციის დავალებით გუბში გახსნა სასადილო, რომელსაც ბოლშევიკები კონსპირაციისთვის იყენებდნენ. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ჯერ გუბის, შემდეგ სვირის რევკომის თავმჯდომარე. 1922 წლიდან ასრულებდა სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.259 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |