შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის მაზრა. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. 1905-1907წწ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. რეაქციის (1908-1910) დროს იყო თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. იბრძოდა მენშევიკ-ლიკვიდატორების წინააღმდეგ. 1911 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1913 წელს გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც 1915 წელს გაიქცა; არალეგალურად მუშაობდა ირკუტსკის მაღაროს მუშებში, მონაწილეობდა ჩერემხოვოს მუშათა დეპუტატების საბჭოს შექმნაში. 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც აირჩიეს ამიერკავკასიის რკინიგზელთა პროფკავშირის ცკ-ის, 1918 წელს რსდმპ(ბ) თბილისის საგუბერნიო კომიტეტის, 1919 წელს რკპ(ბ) ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად. 1920 წელს იყო კომინტერნის II კონგრესის დელეგატი საქართველოდან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. იყო ამიერკავკასიის სფსრ და საქართველოს სსრ კაცის წევრი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.327; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |