Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ვაშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ჭიათურა, შორაპნის მაზრა. სწავლობდა ჭიათურის სამრევლო, შემდეგ ქუთაისის სასულიერო-სამრევლო სკოლაში, სადაც შევიდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1904 წელს მონაწილეობდა მოსწავლეთა მიერ რუსეთ-იაპონიის ომის საწინააღმდეგოდ მოწყობილ დემონსტრაციაში ქუთაისში, ახალგაზრდობის მებრძოლი რაზმის ჩამოყალიბების, იარაღის შეძენისა და სხვა ღონისძიებებში, რისთვისაც გარიცხეს სასწავლებლიდან. 1905-1907 წწ. რევოლუციის დროს მონაწილეობდა ბარიკადულ ბრძოლებში ქუთაისში, შემდეგ ბოლშვიკურმა ორგანიზაციამ მიავლინა ჭიათურაში. 1910 წლის 1 მაისს ჭიათურაში მოაწყო მაღაროს მუშებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის გაფიცვა. 1913 წელს დააპატიმრეს, მაგრამ გაიქცა და არალეგალურად გაემგზავრა ჟენევაში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. აქ იგი მუშაობდა რუსეთის სოციალისტთა საზოგადოების მდივნად. ერთი წლის შემდეგ გადავიდა საფრანგეთში, ქ. მონპელიეში, სადაც აირჩიეს ბოლშევიკური სექციის მდივნად. პოლიციის დევნის გამო შვეიცარიაში დაბრუნდა და შევიდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918 წელს ბოლშევიკების ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის დავალებით პარტიული მუშაობის ხელმძღვანელობის გასაწევად გაგზავნეს რაჭის მაზრაში, შემდეგ მონაწილეობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში შორაპანში, სამტრედიასა და ფოთში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.327 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |