The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ გოგიტიძე

ანზორ გოგიტიძე
Date of birth:5 August, 1952  (72 years)
Category:Economist, Public official, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოგინაური, შუახევის რაიონი.

დაამთავრა  ქ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს; ქ. მოსკოვის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი სახალხო მეურნეობის დაგეგმვა-ეკონომიკის სპეციალობით.

1972-1973წწ. შუახევის რაიონის სოფ. გოგინაურის სკოლის მასწავლებელი; 1973-1981წწ. საქართველოს ალკკ შუახევის რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი, აჭარის ალკკ საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1981-1988წწ. საქართველოს კომპარტიის ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, შუახევის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ბათუმის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1988-1991წწ. სახალხო დეპუტატთა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1992წწ. აჭარის ავტ. რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი; 1992-1994წწ. აჭარის ავტ. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი შუახევის რაიონში; 1994-1995წწ. შუახევის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1995-1996წწ. აჭარის ავტ.რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1998წწ. აჭარის ავტ.რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე; 1998-1999წწ. აჭარის ავტ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგადასახადო სახელმწიფო დაპარტამენტის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი შუახევის №82 საარჩევნო ოლქიდან; სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. არის უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს, 132 პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 128; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.127

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", ფრაქციის მდივანი (2000-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", წევრი (1999-2000)

Awards and Honors

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • ღირსების ორდენი

Bibliography

  • მონტოლოგია : მთათმცოდნეობა (Co-Author). - თბილისი, ინოვაცია, 2004. - 164გვ.. - ISBN: 9992808624

Share: