Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცოტნე სამადაშვილი![]()
Biographyდაბადებისადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972–1975 წწ. ამავე ინსტიტუტის გენეტიკის და სელექცია-მეთესლეობის კათედრის ასპირანტი; 1976–1979 წწ. უფროსი ლაბორანტი, 1979-1984 წწ. ასისტენტი, 1984-1997 წწ. დოცენტი, 1997-დან პროფესორი; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო და 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1997 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1984-1994 წწ. აგრონომიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში; 2006-2012 წწ. აგრონომიული ფაკულტეტის აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი. პროფ. სამადაშვილის შრომები ეხება ხორბლის და ტრიტიკალეს კულტურის სისტემატიკას, გენეტიკას, სელექციას და მეთესლეობას. პროფ. ც. სამადაშვილის ხელმძღვანელობით პირველად იქნა შესწავლილი ჰიბრიდული ნეკროზის გავლენა ქლოროფილის პიგმენტებზე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შეიქმნა და გავრცელდა ტრიტიკალეს ორი ჯიში, რომელთა ფართობებმა 20 ათას ჰა-ს გადააჭარბა. იგი არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 10 მეთოდური მითითების, 6 ახალი ჯიშის და პატენტის, 3 მონოგრაფიის, 13 სახელმძღვანელოს და 8 პრაქტიკული რეკომენდაციის ავტორი და თანაავტორი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |