შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტურაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1995 წელს. 2000-2004 წწ. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და აწარმოებდა საადვოკატო პრაქტიკას სისხლის სამართლის სფეროში ("იურიდიული კომპანია "ტურაზაშვილი და პარტნიორები"); 2006 წლიდან გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (2005-2007 წწ. საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი); 2007 წლიდან იყო ადვოკატის კაბინეტის ხელმძღვანელი, ხოლო 2008, 2009–2014 და 2018 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი - ადვოკატის პროფესიული უნარ ჩვევების, იურიდიული ეთიკისა და ადვოკატის როლის შესახებ დისციპლინებში; 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და "ამერიკის იურისტთა ასოციაციის" (საქართველოს ოფისი) სერთიფიცირებული ტრენერი პროფესიულ უნარ ჩვევებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის, სისხლის საპროცესო სამართალი (კოდექსი, შეჯიბრებითობა, ექსპერტიზა), ადვოკატის პროფესიული ეთიკა და სამართლებრივი მართლწერა; 2010–2012 წწ. იყო "ნორვეგიის კანონის უზენაესობა საქართველოში" მისიის სერთიფიცირებული ტრენერი - სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება; 2013–2014 წწ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროექტის ტრენერი - სისხლის საპროცესო სამართლის ძირითადი საკითხები; 2015 წლიდან საქართველოში გიორგი ტურაზაშვილი არის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრძოლის მექანიზმების შესახებ მიმდინარე რეფორმის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2016-2017 წწ. არჩეული იქნა საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ეთიკის კომიტეტის წევრად. ადვოკატი, სამართლის სერთიფიცირებული სპეციალისტი, ტრენერი, ლექტორი და კონსულტანტი სისხლის სამართლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების, იურიდიული ეთიკის, სამართლებრივი მართლწერის და ბავშთა მართლმსაჯულების კომპეტენციით. წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |