The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო გაგლოითი

სერგო გაგლოითი
ოფიციალური სახელი:სერგო გაგლოევი
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:15 ივნისი, 1938  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქუსჯითა, გორის მაზრა.

პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჯარში ყოფნისას (1916). იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყებისა 1918 წლის ზაფხულში; 1919-1920 წწ. სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მენშევიკების მიერ სამხრეთ ოსეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1920 წლის ზაფხული) გადარჩენილ აჯანყებულებთაგან ჩამოაყალიბა რაზმი, რომელსაც თვითონ მეთუარობდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1922-1927წწ. სწავლობდა მოსკოვში. უმაღლესი ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ, მუშაობდა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. იყო მოსკოვის საბჭოს დეპუტატი. 1938 წელს დააპატიმრეს. ბრალად დაედო, რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციისა სამხრეთ ოსეთში. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.611

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, 1917

გააზიარე: