შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მიხაილოვი, ახლანდელი ქ. ხაშური. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1916 წელს; არაერთხელ იყო რეპრესირებული; 1920-1921 წწ. მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიაში; 1921-1927წწ. იყო ქართული დივიზიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი, საქართველოს კპ(ბ) გორისა და სენაკის სამაზრო კომიტეტების პირველი მდივანი; 1928 წელს - საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის ინსტრუქტორი; 1929 წელს - გაზეთ "ახალი სოფლის" რედაქტორი; 1929-1930წწ. სწავლობდა მოსკოვში, ჟურნალისტიკის ინსტიტუტში; 1930-1931წწ. იყო საქართველოს სსრ მუშგლეხინის კოლეგიის წევრი; 1931-1943წწ. მუშაობდა პარტიულ და საბჭოთა აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1943-1946წწ. იყო გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1946-1948წწ. - საკავშირო პროფსაბჭოს რწმუნებული საქართველოში; 1948-1954წწ. საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1954-1960წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი. 1960 წლიდან პენსიაზე გავიდა. რკპ(ბ) XII ყრილობის დელეგატი, საკ. ცაკის, საქ. კპ(ბ) ცკ-ის, საქ. სსრ ცაკის, ამიერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი, საქ. კპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.158 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |