The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ შოშიტაშვილი

ნოდარ შოშიტაშვილი
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1952  (68 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქსუისი, ცხინვალის რეგიონი. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-2002 წწ. მუშაობდა  აკად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად, აღრიცხვა-დაცვის განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, მთავარ მცველად; 1991-1995 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნიკური კულტურისა და ეროვნულ ტრადიციათა კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საათობრივი დატვირთვით; 2002-2006 წწ. აკად. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნორაფიული მუზეუმის გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან არის ამავე მუზეუმის კოლექციების მენეჯერი და უფროსი კურატორი; 2008 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების მიწვეული პროფესორი; 2012 წელს მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ლექტორად; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში; დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარის" ისტორიის  მასწავლებელი (2000 წლიდან). არის 12 წიგნის, 80 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური და ისტორიულ-შემეცნებითი სტატიის ავტორი. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდება გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალ "ისტორიანში". იყო არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე და გამომსვლელი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისთვის გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს მადლობის სიგელი (2016); თურქეთში მცხოვრები ქართველების, საქართველოს კულტურისა და ისტორიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის ცენტრის მადლობის სიგელი (2016).

სადისერტაციო თემა - "შიდა ქართლის თანამედროვე სოფლის ყოფა და კულტურა", დაიცვა 1989 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: