Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე სალარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზეინდარი, ვანის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1977 წელს. 1977 წლიდან მუშაობდა რაიონულ გაზეთ "ახალ მარნეულში" კორესპონდენტად; 1979 წლიდან ჰოლდინგურ კომპანია "სამთო ქიმიაში" ამავე სახელწოდების მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, პრეზიდენტის თანაშემწედ; 2000 წლიდან გაზეთ "კვირის პალიტრაში" მთავარი რედაქტორის თანაშემწედ, სტილისტ-რედაქტორად; 2011 წლიდან მუშაობს ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის "ისტორიანის" სტილისტ-რედაქტორად და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" რედაქტორად; არის "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული ასზე მეტი წიგნის რედაქტორი. მათ შორის ისეთი სერიების წიგნებისა, როგორებიცაა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიო", "პალიტრა კლასიკა"; ასევე რედაქტორია ცალკეული წიგნების, მათ შორის: გიორგი კალანდიას "სამი ქართული ამბავი"; Toresa Mossy-ს (ვახტანგ მოსიაშვილის) "სიბრძნე სიცრუისა"; ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" ორ წიგნად (ილია აგლაძის და არისტო ჭუმბაძის თარგმანი); მამა ადამის "სოხუმის ქუჩაზე" (ლექსები) და "იმიტომ, რომ სახლია შენი!" (პროზაული ტექსტები). მისი პუბლიკაციები (ნარკვევები, რეპორტაჟები, ინტერვიუები) პერიოდულად ქვეყნდებოდა თანადროულ რესპუბლიკურ პრესაში, მათ შორის გაზეთებში: "ახალგაზრდა კომუნისტი", "თბილისი", "კვირის პალიტრა", ასევე ჟურნალებში: "გზა", "რეიტინგი", "ისტორიანი". ლიტერატურული გადაცემები მიჰყავდა საქართველოს რადიოში. არის რვა წიგნის ავტორი (რომანები, პროზაული ტექსტები). ეს ტექსტები წიგნებად გამოცემამდე იბეჭდებოდა ჟურნალებში "რეიტინგი" და "ოჯახის მკურნალი". არის მრავალი საბავშვო ლექსის ავტორი (ელენე სალარიძე – საბავშვო ლექსების ავტორები – kids.ge). გამოსაცემად მომზადებული აქვს საბავშვო ლექსებისა და ლიტერატურული ესსების კრებული. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |