შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ ვარძიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი. დაამთავრა ბათუმის გიმნაზია 1913 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1918 წელს. მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში, შემდეგ პარტიულ მუშაობას ეწეოდა მოსკოვის მუშათა და ჯარისკაცთა შორის; 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების გამგედ და სხვა საპასუხისმგებლო პოსტებზე; 1920 წელს საქართველოში გამოგზავნეს საბჭოთა რუსეთის დიპლომატიურ კურიერად; 1922 წლიდან ჯერ ქ. მოსკოვისა და მოსკოვის გუბერნიის მილიციის უფროსი იყო, შემდეგ კრასნაია-პრესნიას რაიონის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე; 1923 წელს საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარი იყო, შემდეგ - რესპუბლიკის პროკურორი; საქართველოს სსრ ცაკის მდივანი; ამიერკავკასიის სფსრ მუშგლეხინის სახალხო კომისრის მოადგილე; სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველი; საკ. კპ(ბ) ამიერკავკასიის საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმის წევრი. 1937 წელს დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენე კონტრ რევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი, ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას. სასჯელის ზომა - დახვრეტა. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.316-317 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |