The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩუბინიძე

გიორგი ჩუბინიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1994  (30 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 2018 წელს; 2021-2022 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, ტრუმაუს კათოლიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის მიმართულებით; ამავე პერიოდში ვენაში, ენის სკოლა DeutschAkademie-ში გაიარა გერმანული ენის სრული კურსი; 2022-2023 წლებში სწავლობდა ბერლინში, ბრივატ სავარინის კოლეჯში, 2023 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტია; 2024 წლიდან სწავლობს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ამავე დროს, იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში; 2012-2015 წლებში იყო ახალგაზრდული ჟურნალის "360 გრადუსი" რედაქტორი; 2013-2014 წლებში მუშაობდა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times"-ში, კულტურის მიმართულების რედაქტორად; 2015-2016 წლებში იყო პროექტ "საქართველოს მოხალისე"-ს კოორდინატორი ხაშურის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხორციელდებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსისა" და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით; 2015-2018 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების კლუბის, შემდეგ კი სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი; 2018-2019 წლებში კი დაიკავა პოზიცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სპეციალისტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორის რანგში; 2017 წლიდან არის "ქართული ვიკიპედიის" ერთ-ერთი შემმოწმებელი; 2019 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში; 2019-2020 წლებში იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქ. თბილისის მე-6 საჯარო სკოლაში; 2020 წლიდან მუშაობს ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" სარედაქციო კოლეგიის წევრად, 2023 წლიდან კი "რადიობიბლიოთეკის" მენეჯერად. არის ააიპ განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი, დირექტორი (2020-)
  • ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა, წევრი (2015-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: