The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გოგიტიძე

ჯემალ გოგიტიძე
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1960
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 2009  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტქნოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1995წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1988-1993წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1991-1994წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2003-2004წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 128

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", თავმჯდომარე (2001-2003)

გააზიარე: