Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პროკოფი თავდომაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ექადია, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1935 წელს. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში; 1917-1919წწ. სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა ოზურგეთის მაზრის მშრომელებში; 1919 წლიდან რევოლუციური შტაბის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებში, რისთვისაც დააპატიმრეს და ჩასვეს ჯერ ოზურგეთის, შემდეგ ბათუმის ციხეში (1921). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ, 1921-1922წწ. მუშაობდა პარტიის ოზურგეთის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1922-1923წწ. მსახურობდა კავკასიის არმიის 1-ლ ქართულ ლეგიონში, თბილისში; 1923-1924წწ. მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ასეულს; 1924-1929წწ. იყო რაჭის მაზრის სამხედრო კომისარი; 1929 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.564 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |