Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელა სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი დაამთავრა ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ისტორია-უცხო ენის (ფრანგული) სპეციალობით 1988 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის (ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია) სპეციალობით 1991 წელს. 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, 1995-1998 წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ევროპის ქვეყნების ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2006-2018 წწ. თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1996-1998წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და კულტურის დეპარტამენტის დოცენტი; 2000-2005 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი, 2006 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და გამგეობის თავმჯდომარე; ევროკავშირის, საქართველოში ეუთოს მისიის, ასევე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი; მისი აქტიური მონაწილეობით რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის სახელით გამოიცა რვა ნაშრომი, დოკუმენტების კრებული ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებს ეხება; ის არის ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველი არქივი (ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკროფირების სრული კომპლექტი), რომელიც 1988 წლის 14 ივლისს თბილისში ჩამოიტანეს, დაამუშავა; მისი სტატიები შესულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ენციკლოპედიაში, რომელიც დემოკრატიული რესპუბლისკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია მათ შორის: La Géorgie sous la pandémie de Covid-19, 2020, (https://www.posoc19.org/membres/lelasaralidze/?fbclid=IwAR1RxawFLkAyLC49Q2_08Kw32cavjI7uCEsgBuxdmbRHNa1FqGIAwIsw0bY); არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი; 60 -ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის და სამეცნიერო ვებინარის მონაწილე: L’Europe centrale et orientale face à l'épidémie Covid-19, მოხსენება თემაზე: Le gouvernement et la société géorgiens face à l’épidémie du Covid-19, 2020, Brussels; ისტორიის დოქტორი (1994 ). დისერტაციის თემა: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ." დაიცვა 1994 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |