The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ გოგუაძე

ემზარ გოგუაძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1990წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; 1988 წლიდან საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის გამგეობის წევრი, 1990 წლიდან ამავე პარტიის გამგეობის სპიკერი; 1989-1996წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2001-2002 წწ. საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურულ ურთიერთობათა უნივერსიტეტის პრორექტორი; 2002-2004წწ. თბილისის კავკასიური უნივერსიტეტის დირექტორი; 2004-2006წწ. თბილისის პოლიტიკური აკადემიის  პრორექტორი იყო; 2008-2013წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; netgazeti.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, თავმჯდომარე (2013-)
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, წევრი (2008-2013)

გააზიარე: