The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კაკაბაძე

დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1864
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1940  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის მუციპალიტეტი.

1890-იან წლებში მუშაობა დაიწყო ზესტაფონში მანგანუმის მრეწველთან, იქვე გაიცნო და დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს. 1892 წელს მის ბინაზე შედგა მარქსისტულად განწყობილ ინტელიგენტთა კრება, სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას, რომელსაც 1894 წელს "მესამე დასი" ეწოდა. 1895 წელს კაკაბაძე გაემგზხავრა საზღვარგარეთ, ჟენევაში, შემდეგ პარიზსა და ლონდონში. 1901 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში. მოღვაწეობდა ჭიათურასა და ბათუმში. 1905 წელს რევოლუციური მოღვაწეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, მარსელში (საფრანგეთი), სადაც დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრებს და ხელმძღვანელობდა აკრძალული ლიტერატურის გამოგზავნას ამიერკავკასიაში. 1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო არალეგალური რევოლუციური მოღვაწეობა. 1919 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ სამუშაოზე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1918-)

გააზიარე: