შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა გოდერძიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გიორგიწმინდა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლვითი ინსტიტუტი ვეტერინარის სპეციალობით. 1971-1972წწ. ქვემოსამგორის სარწყავი სამმართველოს მუშა; 1978-1980წწ. გარეჯის მეცხოველეობის კომპლექსის უფროსი ვეტექიმი; 1980-1981წწ. პატარქველის მეცხვარეობის მეურნეობის მთავარი ვეტექიმი; 1981-1983წწ. საგარეჯოს მომთაბარე ვეტუბნის გამგე; 1988-1991წწ. საგარეჯოს ვეტსანიტარული რაზმის უფროსი; იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული კახეთის რეგიონში (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი დეპუტატი საგარეჯოს №3.11 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. ექიმი-ვეტერინარი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |