The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო კავსაძე

სანდრო კავსაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კავსაძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1976 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე: 1966-1970 წწ. თბილისის ვაკის რაიონის N70 სახლმმართველობის პედაგოგ-ორგანიზატორი, კომკავშირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ინსტრუქტორი; 1970-1976 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, გორის რაიკომის მდივანი, პირველი მდივანი, 1976-1990 წწ. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო არბიტრი, საქართველოს კპ გორის გაერთიანებული პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი და სახალხო დეპუტატთა საბჭოების გაერთიანებული პრეზიდიუმის თავმჯდომარე; 1990-1991 წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდელობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1993 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი "ერთობა"; 1992-1993 წწ. საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი; 1992-1997 წწ. ადამიანის უფლებათა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (1994); 2004 წლამდე მუშაობდა გაეროში; დაჯილდოებულია 2 ორდენით და 3 მედლით. მილიციის გენერალ-მაიორი. 2010 წლის 20 სექტემბერს მარტყოფის მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა. სვეტიცხოვლის მამათა მონასტერის იღუმენი, არქიმანდრიტი ილია.

წყარო: საქართველოს პარლამრნტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 185; გაზეთი კვირის პალიტრა: kvirispalitra.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 185

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: