The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ კალანდაძე

ნესტორ კალანდაძე
სხვა სახელი:ეშმაკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1942  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

აკაკი წერეთელთან ერთად თანამშრომლობდა ჟურნალებში: "ეკალი", "შუამავალი", "ოხუნჯი" (სამივე 1907 წელს), "ჯოჯოხეთი" (1909) და სხვ. ამ გამოცემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია "ეშმაკის მათრახი", რომლის ფაქტობრივი რედაქტორი იყო ნესტორ კალანდაძე. თუმცა, ცენზურის თვალის ასახვევად, ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე. ნესტორ კალანდაძეს შალვა შარაშიძესთან (ფსევდონიმი თაგუნა) ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში. მხატვარ-კარიკატურისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.327

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: