Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ კახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა ჩხუტუნეთი, ბათუმის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1954 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ეთნოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს. 1954-1962 წწ. მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ჩხუტუნეთის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ; 1966 წლიდან ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (2011 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია), იყო ჯერ უმცროსი, შემდგომ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1970-1980 წწ. საათობრივი ანაზღაურების წესით იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი; 1979-2019 წწ. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილებას, რომელიც 2010 წლიდან იწოდება ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილებად; 1980-1985 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მთიანი რეგიონის შემსწავლელი კომისიის აჭარის ქვეკომისიის სწავლულ მდივნად, ხელმძღვანელობდა საქართველოს საისტორიო საზოგადოების ბათუმის ორგანიზაციას; 1998-2009 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითად შტატში ლექციებს კითხულობდა შუა საუკუნეებისა და მსოფლიო ისტორიაში, საქართველოსა და ზოგად ეთნოგრაფიაში, ისტორიულ მხარეთმცოდნეობაში, ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის საკითხებზე; 2010 წლიდან არის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2011-2015 წწ. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2004 წელს არჩეული იქნა უნივერსიტეტის პროფესორად; 1990-იან წლებში ეთნოგრაფიის კურსი მიჰყავდა აჭარის (გონიოს) კოოპერაციულ ინსტიტუტში; მისი სამეცნიერო კვლევა-ძიების სფეროა აჭარისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების ყოფისა და კულტურის საკითხები; ამ საკითხებზე დღემდე გამოქვეყნებული აქვს 170 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 4 მონოგრაფია ("მაჭახლის ხეობა", 1974; "ხელოსნობა აჭარაში", 1990; "ხელოსნობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში", 2004; "ეტრატზე ამეტყველებული ისტორია", 2013); მუშაობს წიგნზე "მაჭახლის ხეობის ტოპონიმიკა"; მისი რედაქტორობით მომზადდა და გამოიცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების ოთხტომეულის მეორე ტომი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემების ექვსი ტომი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომების X-XIV ტომები, ჟურნალ "მაჭახელის" 8 ნომერი; მონაწილეობდა განყოფილების 19 კრებულის ("სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა") მომზადებასა და გამოცემაში; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 25 ეთნოლოგიური ექსპედიცია აჭარასა და საქართველოს სხვა კუთხეებში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი), მომზადდა ორი საკანდიდატო დისერტაცია, სტუდენტთა ორმოცამდე საკურსო, ათი საკონფერენციო და რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომი. ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (1983), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (2000), აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (2009) საპატიო სიგელებით. ნაშრომისათვის "ხელოსნობა აჭარაში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)", რომელიც 1990 წელს დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაჭახლის ხეობა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხელოსნობა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 2001 წელს. წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი:bsu.edu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |